საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთში ყოველკვირეული რეისების შესრულება დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:31 - 30 მარტი 2017 hits 6370

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ომალოს მიმართულებით პირველი ყოველკვირეული რეისი შეასრულა. შვეულმფრენმა ალვანიდან ომალოში დღეს 17 ადგილობრივი გადაიყვანა.

როგორც „მთის ამბებს“ შსს-ში განუცხადეს, თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისი ხუთშაბათობით, დილის 9 საათზე შესრულდება. თუმცა, უამინდობის გამო, შესაძლოა, ზოგჯერ რეისი გადაიდოს. ამ დროისთვის სამოქალაქო რეისების განხორცილება საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით დაგეგმილი არ არის.  

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად იქ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილმა შსს-ს თუშეთში სამოქალაქო რეისების შესრულების დავალება 2017 წლის 23 მარტს მისცა. „მინდა, დავავალო შსს-ს, რომ სანამ გზა გაიხსნება, ანუ თოვლის დადნობამდე და სახმელეთო გზის სრულად ამოქმედებამდე, კვირაში ერთი ფრენა განახორციელონ სასაზღვრო ვერტმფრენით იმისთვის, რომ არა მარტო მესაზღვრეებმა, არამედ იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ძალიან რთული რეგიონი. აქვე ვიტყვი, რომ მესაზღვრეებს ნამდვილად არ აკლიათ ყურადღება, არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ არის რაღაც კუთხით შენიშვნა. იქ საკმაოდ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა, თუმცა დამატებით საჭიროა კავშირის განხორციელება ვერტმფრენით. ფინანსთა სამინისტროს მინდა დავავალო, რომ მოიძიოს ამისთვის სახსრები, ეს შესაძლებელია. ასევე მინდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალო, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და იმ რეგიონის მაცხოვრებლებს, რომელთაც ზამთარში აქვთ სხვადასხვა საჭიროებები, ვერტმფრენის მეშვეობით ამ კუთხითაც დავეხმაროთ. კვირაში ერთი ფრენა ომალოში აუცილებელი წესით უნდა განხორციელდეს. ეს იქნება სასაზღვრო ვერტმფრენი, რომელიც მოემსახურება, როგორც მესაზღვრეებს, ასევე იქ მცხოვრებ ადამიანებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. თუშეთში ზამთარში მუდმივად 25 ადამიანი ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში