საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პრემიერ-მინისტრი თუშეთში მესაზღვრეებს და მოსახლეობას შეხვდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:49 - 20 მარტი 2017 hits 6999

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თუშეთში იმყოფებოდა. მან სასაზღვრო სექტორის თანამშრომლებს მესაზღვრის დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემების მოგვარებას შეპირდა.

გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული დღესასწაული დიკლოში, N7 სასაზღვრო სექტორის თანამშრომლებს მიულოცა: „თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას,“ - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.

დღესვე გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთა-თუშეთის განვითარებისთვის: „გზას ვიწყებთ უკვე. პანკისის ხეობიდან ამოვიყვანთ უფრო კარგ გზას, რომელიც 12 თვე იმუშავებს და მუდმივად იქნება კომუნიკაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ თქვენი პირობები მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ,“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მისივე განცხადებით, წელს თუშეთში დაგეგმილია მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში