საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში ჰელისკის განვითარების პოტენციალს სწავლობენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:59 - 27 თებერვალი 2017 hits 9979

2 ბურანით აღჭურვილ სამთო ექსპერტთა ჯგუფი თუშეთში ჰელისკის განვითარების პოტენციალს იკვლევს. კვლევას შპს „სტუდია 21“ პროექტის - „ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება“ ფარგლებში ახორციელებს.

„თუშეთში სამთო ტურიზმის და ჰელისკის განვითარების პერსპექტივის შესწავლის მიზნით 2 ბურანი ავიტანეთ და სპეციალისტთა ჯგუფი ავიყვანეთ. კვლევა, რომელიც 23 თებერვალს დაიწყო, ერთ კვირას გაგრძელდება. ახლა სპეციალისტები სწავლობენ იმ სავარაუდო მარშრუტებს, სადაც შეიძლება ჰელისკისთვის ტრასები მოეწყოს. სიღრმისეული კვლევაა - სამთო ექსპერტები სწავლობენ ზვავსაშიშროებას, ტრასების სიგრძეს, ფერდების დახრილობას. დასკვნა ჯერ არ გვაქვს და არ არის გადაწყვეტილი, თუშეთში ჰელისკი განვითარდება თუ არა. თუ სპეციალისტთა დასკვნა დადებითი იქნება, ეს მთელი რეგიონისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყარო გახდება, რადგან ჰელისკი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობაა,“ - უთხრეს „მთის ამბებს“ „სტუდია 21-ში.“

თუშეთში სამთო ტურიზმის განვითარების პოტენციალს კომპანია „გეოგრაფიკი“ სწავლობს.

პროექტი - „ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. მისი დამკვეთი ეკონომიკის სამინისტროა. პროექტი 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ტერმინი „ჰელისკი“ ინგლისური სიტყვებიდან - „helicopter“ (ვერტმფრენი) და „skiing“ (თხილამურებზე სრიალი) მომდინარეობს და ის სასრიალო ბილიკებისგან შორს მდებარე მთების ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. აქ ამწე საშუალებად ვერტმფრენს იყენებენ. ჰელისკი სულ უფრო პოპულარული ხდება პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის. კანადის გარდა, რომელიც ჰელისკის მსოფლიო ცენტრად ითვლება, ფრირაიდის ეს სახეობა პოპულარულია ალასკაზე, ახალ ზელანდიაში, იტალიაში, შვეიცარიაში, ჩილესა და არგენტინაში. მას 2 მილიონამდე აქტიური მიმდევარი ჰყავს. ჰელისკი ექსტრემალური სპორტის ერთ-ერთი ძვირადღირებული სახეობაა.

გიორგი სეხნიაიძე

Mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს თუშეთის ამბებს. სწავლობს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში