საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგში, სოფელ კობთან ახალი ხიდი შენდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:13 - 18 იანვარი 2017 hits 3998

ყაზბეგში, სოფელ კობთან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე ახალი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობაზე 4 550 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ ადგილზე არსებული ძველი ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო აშენებული, აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა.

ახალი ხიდი სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს, განახლებული ინფრასტრუქტურა კი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით.

ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.

ხიდის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში