საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაციას ქუვეითის ფონდი დააფინანსებს

19:31 - 17 იანვარი 2017 hits 4580

ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი დააფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი დაიხარჯება.

პროექტი ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის 29 კმ-იანი ხულო-გოდერძის მონაკვეთის შეკეთებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 ხიდის რეკონსტრუქცია, წყალგამტარი მილების, სადრენაჟო სისტემების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნების მოწყობა.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გზის 29-კილომეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მოძრაობა კი ბევრად უსაფრთხო გახდება.



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში