საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

11:25 - 29 დეკემბერი 2016 hits 4172

ქალაქ ონში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან 2 მლნ 900 ათასი ლარით იყო დაფინანსებული. ბუნებრივი აირით სარგებლობა ონში მცხოვრებ 1855 ოჯახს შეუძლია.

ქალაქ ონის სრული გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში აშენდა 38562 მ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში