საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბოლო ათწლეულში მცხეთა-მთიანეთში მოსწავლეთა რაოდენობა 5 ათასით შემცირდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:18 - 05 დეკემბერი 2016 hits 4724

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ორი აღწერის შედეგებით, 2002-დან 2014 წლამდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა 125 ათასიდან 94 ათასამდე დავიდა, ანუ 26 ათასით შემცირდა.

ეს მაჩვენებელი აისახა განათლების სისტემაზეც: 2005-2006 და 2015-2016 წლებში მარტო ამ რეგიონში ზოგადსაგანამათლებლო სკოლების რაოდენობა 142-დან 88-მდე, ანუ 54-ით შემცირდა. იკლო მოსწავლეთა რაოდენობამაც, თუ 2005-2006 წლებში 16 262 მოსწავლე იყო, გასულ, 2015-2016 სასწავლო წელს რეგიონის ყველა რაიონში 11 275 მოსწავლე ჰყავდათ.

ბოლო ორი აღწერის მონაცემებით, რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა, მხოლოდ წეროვანში გაიზარდა და წეროვანი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სოფელია. წეროვანში 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შედეგად დევნილები დაასახლეს.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 1280 ბავშვი დაიბადა და 1464 ადამიანი გარდაიცვალა. მხოლოდ ცალკეულ წლებში (2007-2009 წწ.) იყო ბუნებრივი მატება. თუ გავითვალისწინებთ ქალაქებისა და სოფლების მაჩვენებლებს, 2015 წელს კლება გვაქვს როგორც ქალაქში, ასევე სოფლად.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში