საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტენდერი ჭიკაიძეების ოჯახისთვის ხის სახლის მშენებლობაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:48 - 09 თებერვალი 2022 hits 14301

„მთის ამბები“ აცხადებს ტენდერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომში, ჭიკაიძეების მრავალშვილიანი ოჯახისთვის ხის სახლის ასაშენებლად.

ჭიკაიძეების ოჯახში ოთხი არასრულწლოვანია. მათი ერთადერთი თავშესაფარი ცელოფანშემოკრული და ძველი თუნუქით გადახურული ქოხია. ჭიკაიძეების სახლი 1992 წელს მიწისძვრამ დაანგრია. მას შემდეგ ოჯახს მხოლოდ  ასეთი, სახელდახელოდ მოწყობილი თავშესაფარი აქვს, თუმცა უსახლკაროს სტატუსი ჭიკაიძეებს არასდროს ჰქონიათ და არც სახელმწიფოს უზრუნია მათზე. ახალი სახლის აშენებას, ამ წლების განმავლობაში, ვერც გაჭირვებული ოჯახის მწირი შემოსავალი გასწვდებოდა.

„მთის ამბებმა“ ოჯახის დასახმარებლად  პირველი კამპანია შარშან დაიწყო, თუმცა მაშინ საკმარისი თანხა ვერ მოგროვდა. წელს, იანვარში, მეორედ ვცადეთ და ამჯერად, „მთის ამბების“ მკითხველმა და გულშემატკივარმა იმდენი შეძლო, რომ ჭიკაიძეებისთვის ახალ სახლზე ოცნება მალე სინამდვილედ იქცევა.

#ჭიკაიძეებისთვის 40 000 ლარი გვაქვს (დუშეთის მერიის მიერ გამოყოფილი 3 ათასი ლარის ჩათვლით). ეს თანხა ხის სახლის მშენებლობას მოხმარდება, აუცილებელი ინვენტარისა და ნივთების შესაძენად კი კამპანიას ვაგრძელებთ:

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #ჭიკაიძეებისოჯახისთვის

 

ამ თემაზე:

ბავშვები ცელოფნის ქოხიდან

 

განცხადება ტენდერის შესახებ

ერთი სახლის მშენებლობა (52 კვ.მ) გათვალისწინებულია ფშავში, სოფელ ხომში. მშენებლობის სავარაუდო ფასი 40 000 ლარია.

სახლის მოწყობის სავარაუდო საპროექტო გეგმა ასეთია: ორი საძინებელი ოთახი (13 – 13 კვ.მ), მისაღები (16 კვ.მ), სამზარეულო (4 კვ.მ), სველი წერტილი (3 კვ.მ), აივანი (3 კვ.მ).

სამუშაოები მოიცავს: საძირკვლისა და ძირის სვეტების მოწყობას; იატაკისა და კიბის მოწყობას; კედლების მოწყობას, თბოიზოლაციას ქვაბამბით - სისქით 100 მმ, შიდა კედლების მოსახვას ხის ლამფით, გარე და შიდა ხის მოპირკეთების დამუშავებას ზუმფარით და ანტისეპტიკური ხსნარით დაფარვას; ჭერისა და სახურავის მოწყობას, ჭერის ორთქლსაიზოლაციო შრის მოწყობას, ჭერის თბოიზოლაციას - სისქით 100 მმ; სამზარეულოსა და სველ წერტილში კერამოგრანიტის ფილების დაგებას; წყალ-კანალიზაციისა და ელ.ქსელის მოწყობას; აქსესუარების მოწყობას - ხის კარის, მეტალოპლასტმასის ფანჯრების, თბური და კვამლის დეტექტორების მონტაჟს;

ხის სახლი დასრულებული სახით დამკვეთს ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა ჩაბარდეს. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ბოლო ორი წელში შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი შენობა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, აქსპლუატაციაში არმყოფი, მაღალი ხარისხის.

მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნას საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 50 %-ის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის (გაცემული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ) საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს.

მსურველებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2022 წლის 10 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, რაზედაც უნდა მოგვმართონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.    

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 მარტი.  დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში