საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდამაყრის სკოლისთვის გოდერძი ჩოხელის სახელის მინიჭებას ითხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:01 - 30 ნოემბერი 2016 hits 6101

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, რათა გუდამაყრის სკოლას ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის სახელი მიენიჭოს.

სოფელ ზანდუკის სკოლა ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა გუდამაყრის ხეობაში. ამავე ხეობაში მდებარეობს ცნობილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის - გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი ჩოხი. „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის პროცესში ხეობის მაცხოვრებლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ ზანდუკის საჯარო სკოლას გოდერძი ჩოხელის სახელი ეწოდებოდეს.

ადგილობრივების თქმით, ამ საკითხზე მიმართეს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, თუმცა პასუხად უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ სკოლისთვის რომელიმე საზოგადო მოღვაწის სახელის დასარქმევად აუცილებელია მისი გარდაცვალებიდან გასული იყოს 20 წელი მაინც. გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ინფორმაციით, საჯარო სკოლებისათვის სახელის მინიჭების წესი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით. ამ ბრძანებით სკოლას შეიძლება მიენიჭოს ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, თუ მისი გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი. რაიმე გამონაკლისს ბრძანება არ ითვალისწინებს.

მსგავსი წესი მოქმედებს გეოგრაფიული ობიექტისათვის საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭების დროსაც, თუმცა თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება მოხდეს მისი გარდაცვალებიდან 20 წლის გასვლამდეც, საკითხი დადებითად წყდება.

„მიგვაჩნია, რომ ანალოგიური შინაარსის საგამონაკლისო ნორმა შემოღებულ უნდა იქნეს საჯარო სკოლების სახელდების წესშიც, ვინაიდან საკითხის მოწესრიგების ასეთი იმპერატიული ფორმა პრაქტიკაში ქმნის სრულიად დაუსაბუთებელ წინაღობებს და საბოლოო ჯამში არ ემსახურება რაიმე ლეგიტიმური მიზნების განხორციელებას“, – აღნიშნულია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის რეკომენდაციაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში