საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ღია კარის დღეს უმასპინძლებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:26 - 10 ივლისი 2020 hits 6002

16 ივლისს 11:00 საათზე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართება. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები გაეცნობიან აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აპლიკანტებს მეხილეობის და რძის პროდუქტების წარმოების დუალურ პროფესიულ პროგრამებზე მიიღებს. სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.

პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში და ონლაინ ვებ-გვერდზე vet.emis.ge.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროგრამები აგროსფეროთი დაინტერესებულ აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ პროფესიას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოიპოვონ სახელმწიფოს სრული დაფინანსება და სწავლის პარალელურად დასაქმდნენ პარტნიორ საწარმოებში. 

დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

მის: მცხეთა, სოფელი წინამძღვრიანთკარი; www.tmk.edu.ge

R - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ინფორმაცია

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში