საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში აბანოს უღელტეხილზე მოთოვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:20 - 10 სექტემბერი 2019 hits 18759
ლევან სულაკაურის ფოტო
საზოგადოება
ლევან სულაკაურის ფოტო

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე თოვლი მოვიდა, თუმცა გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ. როგორც „მთის ამბებს“ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ უთხრა, უღელტეხილზე ამ დროისთვისაც თოვს, ტემპერატურა კი 2 გრადუსამდე დავარდა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზა ოქტომბერში იკეტება და მაისის შუა რიცხვებამდე ვერ ხნსიან. მესამე წელია გზის გახსნა თითქმის ერთი თვით გვიანდება. 2017 წელს სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, მდინარე დააგუბა და ტბა წარმოქმნა. გაზაფხულზე გზას წყალი ფარავს, ხელისუფლება კი გაწმენდით სამუშაოებს დროულად არ იწყებს.

თუშეთში 11-12 სექტემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბრიდან კი გამოიდარებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში