საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში მანქანა გზიდან გადავარდა, სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

23:25 - 24 აგვისტო 2024 hits 2348

თუშეთში, სოფელ დართლოსთან მაღალი გამავლობის ავტომობილი გზიდან გადავარდა. დაშავდა სამი ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სამივე მათგანი ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოპირდაპირე მხარეს მდებარე სოფელ კვავლოში მყოფმა პირებმა შენიშნეს. ადგილობრივი მცხოვრებლები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ და მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც შეატყობინეს.

თუშეთის შიდა გზები უმეტესად მთის ფერდებზეა გაჭრილი და საკმაოდ ვიწროა. ბევრ ადგილას ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევს. ავარიების გამომწვევი მიზეზები ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, მანევრირების წესების დარღვევა და მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბებაა.

რთული გზაა ახმეტიდან თუშეთამდეც. თუშეთის გზა ევროპაში ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალშია. ფშაველიდან ომალომდე გზის სიგრძე 72 კილომეტრია და მგზავრობას 4-5 საათი სჭირდება. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და წელიწადში მხოლოდ 6 თვეა ღია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში