ბანაკი მოიცავს გამოცდილების გაზიარებაზე დაფუძნებულ სამდღიან საველე სასწავლო პრაქტიკას და გაიმართება სექტემბერში, საზღვრისპირა ხევსურეთში.
ბანაკს რამდენიმე ამოცანა აქვს:
- აქტიური ახალგაზრდებისთვის ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებაზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
- სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა;
- „მთის ამბებსა“ და სათემო აქტივისტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ახალგაზრდა სათემო აქტივისტებს, ვინც უკვე ჩართულები არიან ან სურთ ჩართვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის პროცესებში. ტრანსპორტირების, კვების, განთავსების ხარჯებს მთლიანად ორგანიზატორი დაფარავს. მონაწილეთა ნაწილი იცხოვრებს ანდაქის ციხე-სახლში, ნაწილი მის ეზოში მოწყობილ სამხედრო კარავში.
ბანაკში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2024 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
---
ადვოკატირების სასწავლო ბანაკს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აორგანიზებს „მაღალმთიან და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საჯარო სერვისებზე წვდომის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.