საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბები“ გიწვევთ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:15 - 11 ოქტომბერი 2022 hits 3233

„მთის ამბები“ იწვევს ახალგაზრდებს მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრა გაიმართება 28-30 ოქტომბერს, კახეთში, საინფორმაციო რესურსების ქსელის მულტიფუნქციურ ცენტრში.

შეხვედრას რამდენიმე ამოცანა აქვს:

  • სათემო აქტივისტებისთვის ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
  • სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდით სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
  • „მთის ამბებსა“ და სათემო აქტივისტებს შორის პარტნიორობის გაძლიერება;

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები კახეთში შეიკრიბებიან 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე. შეხვედრა დასრულდება 30 ოქტომბერს, 12:00 საათზე. ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს ორგანიზატორი დაფარავს. მონაწილეები იცხოვრებენ მულტიფუნქციური ცენტრის ჰოსტელში.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2022 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

უპირატესობა მიენიჭებათ მონაწილეებს ქვემო ქართლიდან (წალკის, ბოლნისის, დმანისის რაიონები), სამცხე-ჯავახეთიდან (ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის რაიონები), რაჭა-ლეჩხუმიდან (ონის, ამბროლაურის, ცაგერის რაიონები), აჭარიდან (ხულოს რაიონი), მცხეთა-მთიანეთიდან (თიანეთის, დუშეთის რაიონები), იმერეთიდან (ჭიათურის, ტყიბულის, საჩხერის რაიონები), კახეთიდან (საგარეჯოს რაიონი).

-----------------

სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო აქტივობების ცენტრი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მართავს, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს კანონმდებლობით სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის. მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო აქტივობების ცენტრი გეგმავს ამ პრობლემის ადვოკატირებას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში