საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვინ არიან გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:03 - 29 ივლისი 2022 hits 13426
ფოტოზე - მფრინავი ზაზა ლორია
ახალი ამბები
ფოტოზე - მფრინავი ზაზა ლორია

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, რომელიც დღეს გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, გამოცდილი მფრინავი ზაზა ლორია მართავდა. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი. ბორტზე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი, გიორგი ვენეცკი, მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა. 

გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ დღეს, 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

შს მინისტრის განცხადებით, პარაპლანით ფრენები შეჩერდება და შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს ან რეგულაციები გამკაცრდეს.

30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სავარაუდოდ, ქარის გამო მოხდა - შამილ ქორთოშიძე გუდაურის ტრაგედიაზე

„მთის ამბების“ რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.

გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს!

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში