საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:06 - 27 ივნისი 2022 hits 38482

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე ცხედარი იპოვეს. გვამი ადგილობრივებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. დაახლოებით 2 საათის წინ, ცხედარი დრონის საშუალებით დაათვალიერეს, რადგან ადიდებული წყლის გამო, მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ჯერ ვერ ახერხებენ. ინფორმაცია „მთის ამბებს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემაც დაუდასტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა მხოლოდ ერთ ადამიანს, დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ, 26 ივნისს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

„მთის ამბები“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა, სადაც, ვიდრე დეტალებს ადგილობრივებზე დაყრდნობით არ დავაზუსტებდით, არ გვიდასტურებდნენ, რომ ფშავში ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც მის გამოტანას შეძლებენ.

გაფრთხილებთ, ვიდეო მძიმე კადრს შეიცავს.

განახლება - 18:48 სთ: რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა, გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად, შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში