საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კურორტ თეთნულდზე სეზონი 24 დეკემბერს გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

hits 4954

სვანეთში მდებარე კურორტ „თეთნულდზე“ სათხილამურო სეზონი 24 ეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ „მთის ამბებს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

თეთნულდი რამდენიმე სირთულის 8 სათხილამურო ტრასას მოიცავს: მწვანე - BEGINNER- დახრილობა 15%, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25%, წითელი- ADVANCED-დახრილობა 40%, შავი EXSPERT- 40%-ის ზემოთ. მუშაობს 4 სკამებიანი საბაგირო. ტრასების საერთო სიგრძე 30 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 3200 მეტრია.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ამ კურორტს უნიკალური ხარისხის თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. თეთნულდი ერთდროულად 7 000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9.5კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში