საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბაკურიანში სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

hits 9410

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანში (მიტარბი) სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნება.

ბაკურიანი - მიტარბის 5 სათხილამურო ტრასა აქვს, 2 სირთულის. წითელი- ADVANCED-დახრილობა 40%, შავი-EXSPERT-40% -ის ზემოთ. ტრასების საერთო სიგრძე - 8 კილომეტრია. ფუნქციონირებს 3 საბაგირო: 2 სავარძლის ტიპი, 1 ბიგელი. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 2350 მეტრია.

ბაკურიანი - დიდველი თოვლის შემთხვევაში შესაძლოა 17 დეკემბერსაც გაიხსნას. კურორტი 3 სირთულის 7 სათხილამურო ტრასას მოიცავს: ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25 %, წითელი-ADVANCED-დახრილობა 40%, შავი- EXPERT-40 % -ის ზემოთ; ფუნქციონირებს 4 საბაგირო: 1 გონდოლას ტიპის, 1 სკამებიანი, 1 ბიგელი, 1 ფუნიკულიორი. ტრასების საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 2702 მეტრია.

ბაკურიანი - კოხტა 3 სირთულის 4 სათხილამურო ტრასას მოიცავს: მწვანე- BEGGINER- დახრილობა 15%, ლურჯი - INTERMEDIATE-დახრილობა 25 %, წითელი-ADVANCED-დახრილობა 40%. ტრასების საერთო სიგრძე 4 კილომეტრია. საბაგირო 6 კაციანი სავარძლის ტიპისაა. ყველაზე მაღალი წერტილია 2100 მეტრი.

ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. დაბა მიტარბში მიმდინარეობს სამი საბაგიროს მშნებელობა, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წლის ბოლოს დასრულდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიტარბი პირველი კურორტი იქნება საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვის მიხედვით განვითარდება.

კოხტა-მიტარბის მასტერპლანი ფრანგულმა კომპანია GEODE-მ შეიმუშავა.

ბაკურიანის განვითარების გეგმებში ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირებაც შედის. მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, დაგეგმილია მსოფლიო სტანდარტების ბიატლონის ტრასების აშენება, რის შემდეგაც კურორტი სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს. ბიატლონი მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელიც გავრცელებულია სკანდინავიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, აშშ–სა და კანადაში. ბაკურიანში ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე მუშაობა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან (FIS) ერთად მიმდინარეობს. ტრამპლინის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი პროექტირება 2017 წელს დაიწყება. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში