საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბაკურიანის ცენტრალური პარკისა და სატრანსპორტო ჰაბისთვის 27 მილიონია გამოყოფილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:02 - 04 თებერვალი 2022 hits 7915

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერები ბაკურიანში რეკრეაციული პარკისა და სატრანსპორტო ჰაბის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. 

ბაკურიანის ცენტრალურ პარკზე ფონდი ტენდერს უკვე მესამედ აცხადებს, რადგან წინა ორ შემთხვევაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

75 873 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული პარკის მოსაწყობად 10 544 832 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტს საფუძვლად უდევს „საოჯახო პარკის“ კონცეფცია, რომელიც გულისხმობს საფეხმავლო გზების, საბავშვო მოედნების, ტურისტულ ზონებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობას. პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქციაა საფეხმავლო რამპა, რომელიც ჰაერში იქნება აწეული და საყრდენებზე განთავსდება.

ტერიტორიაზე მოეწყობა მცირე ზომის კაფე, არსებული ფეხბურთის სტადიონისა და ჰოკეის მოედნის ნაცვლად გაკეთდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. შენობები ძირითადად ორი ტიპის მასალით დამუშავდება - მეტალის ფილებითა და ხის პანელებით. საფეხმავლო ბილიკებიც ორი ტიპის მასალით მოეწყობა - დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური საფარით და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით. ამ ყველაფრის გაკეთება გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დაწყებიდან 14 თვეში უნდა მოახერხოს.

მეორე პროექტი, რომლისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდს 16 992 163 ლარი აქვს გათვალისწინებული, ბაკურიანში სატრანსპორტო ჰაბის მოწყობას გულისხმობს. კონტრაქტორს მოეთხოვება ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება და მშენებლობა. კომპლექსი მულტიფუნქციური იქნება, რაც მოიცავს პარკინგს, ავტოსამრეცხაოს, ავტომობილების ტექმომსახურებას. კომპლექსშივე განთავსდება შპს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ოფისი. პროექტირების სტადიაზე უნდა მომზადდეს ტერიტორიის გამწვანების და მოწყობის პროექტი. სამუშაოების საერთო ხანგრძლივობაა 18 თვეა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში