საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

25 იანვარს მიხაობა აღინიშნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:23 - 24 იანვარი 2019 hits 5722

25 იანვარს, დუშეთსა და ჩარგალში, პოეტისა და შეფიცულთა რაზმის წევრის, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

10:00 საათზე დუშეთში, ყოფილი სასამართლოსა და მილიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზექართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენებამოეწყობა.ხალხის დასაშინებლად, სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო მიგდებული მიხა ხელაშვილის ცხედარი. მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ ცხედარი მისმა დამ მოიპარა და ჩარგლის სასაფლაოზე,ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით, ჩუმად დამარხა.

12:00 საათზე სოფელ ჩარგალში მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიხსენებენ მის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე. მოეწყობა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა. წარმოდგენას გამართავს ქართული საბრძოლო ხელოვნება „ხრიდოლი“.

„ლექსო ამოგთქომ ოხერო“ - მიხა ხელაშვილის ამ ლექსს წელს 100 წელი შეუსრულდა.

მიხა ხელაშვილი მაშინდელი დუშეთის მაზრის სოფელ ახადში (უკანაფშავში) დაიბადა. 1925 წლის 25 იანვარს, თავისივე დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა მოკლა.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში