საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილი, უფლისციხე, მარტვილის კანიონი, მესტია და უშგული - ფრანგი ბლოგერის კიდევ ერთი ვიდეო საქართველოზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:50 - 15 ნოემბერი 2017 hits 6902

ფრანგმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა - ბენჟამინ მარტინმა, რომელიც ინტერნეტსივრცეში Tolt-ის სახელით არის ცნობილი და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მასალებს ამზადებს, საქართველოს შესახებ მორიგი ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა.

პირველი ვიდეობლოგი სახელწოდებით - „არ წახვიდეთ საქართველოში“ სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული იყო.

ფრანგი ბლოგერი მოგზაურობის დროს გადაღებულ ვიდეოებს ვირუსულ სათაურებს ურჩევს, მაგალითად: „არ წახვიდეთ ირანში“, „არ წახვიდეთ ალჟირში“. რეალურად კი, მაყურებელს სწორედ იმ ღირსშესანიშნაობებს აჩვენებს, რის გამოც ამა თუ იმ ქვეყნის ნახვა ღირს.  

საქართველოს შესახებ მომზადებული მორიგი ვიდეო შატილში, უფლისციხეში, გორში, წყალტუბოში, მარტვილის კანიონსა და სვანეთში - მესტიასა და უშგულში გადაღებულ კადრებს აერთიანებს.

„შატილისკენ გავემგზავრეთ. გზად რუსეთ-საქართველოს მეგობრობის მონუმენტი ვნახეთ. ღამე შატილში გავატარეთ. დილა კი სახლში მომზადებული საუზმით დავიწყეთ. როგორც იქნა, მზემ გამოანათა და პეიზაჟებითა და კოშკებით ტკბობის საშუალება გვეძლევა.

დანიშნულების მომავალი პუნქტი - უფლისციხე. შემდეგ გორი, ქალაქი სადაც სტალინი დაიბადა და მისი სახელობის მუზეუმიც აქვთ.

წყალტუბოშიც ვიყავით, საბჭოთა დროს ეს ადგილი ძალიან პოპულარული იყო, ახლა კი აჩრდილთა ქალაქს ჰგავს.

მომდევნო დღეს, მესტიისკენ მიმავალ გზას უთენია დავადექით, რათა მარტვილის კანიონის ნახვაც მოგვესწრო.

რამდენიმე საათის შემდეგ საბოლოოდ ჩავაღწიეთ უშგულში. საღამოს კი რესტორანს ვესტუმრეთ, სადაც ტრადიციული ქართული ცეკვითა და სიმღერით ვისიამოვნეთ.“  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში