საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის ცენტრში მშენებარე კომპლექსის მეპატრონემ გამგეობას კორექტირებული პროექტი წარუდგინა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:36 - 24 იანვარი 2017 hits 5802

ყაზბეგის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან მშენებარე სასტუმრო–ტურისტული კომპლექსის მეპატრონე ელიზბარ ჯანუყაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობას კორექტირებული პროექტი წარუდგინა. კორექტირებული პროექტის მიხედვით, კომპლექსი მიწის ზედაპირიდან სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი ღია ვერანდაა.

ელიზბარ ჯანუყაშვილს ნებართვა ნაწილობრივ სამსართულიანი კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე აქვს. ჯანუყაშვილმა 2016 წლის ნოემბერში სანებართვო პირობები დაარღვია და მიწის ზედაპირიდან სრულად სამსართულიანი შენობა ააშენა. 2016 წლის 14 ნოემბერს, გამგეობამ პროექტის დარღვევისთვის დამკვეთი 200 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა შეაჩერა. ამ დროს შენობის მესამე სართულის ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობა უკვე მთლიანად დასრულებული იყო.

მშენებარე ობიექტი ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც ტურისტულად ხალხმრავალი ადგილია, თითქმის მთლიანად ფარავს გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს.

ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან ობიექტის ამ ფორმით მშენებლობას უარყოფითად აფასებენ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები.

„გამგეობა კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, ან მისცემს დამკვეთს ნებართვას კორექტირებული პროექტით მშენებლობის დასრულებაზე, ან მოსთხოვს, რომ ნაგებობა იმ მდგომარეობას დაუბრუნოს, რაც უკვე გაცემული ნებართვით არის განსაზღვრული“, – უთხრა „მთის ამბებს“ ყაზბეგის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ სუჯაშვილმა.

მისივე თქმით, კორექტირებული პროექტის საჯარო განხილვა, თებერვლის დასაწყისში ღია სხდომაზე მოხდება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში