საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში, რაჭასა და ბახმაროში შესაძლოა სასრიალო ტრასები მოეწყოს

14:58 - 25 ნოემბერი 2016 hits 17610

თუშეთის ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლის მიზნით კომპლექსური კვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ კომპანია „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, თუშეთში სკიტურით სასრიალო ტრასა მოეწყოს.

„კვლევა თვრამეტთვიან დაკვირვებას ითვალისწინებს. კვლევის დასრულების შემდეგ რა დასკვნას დადებენ სპეციალისტები, ჯერ უცნობია. თუშეთი დაცული ტერიტორიაა და აქ საბაგიროს მოწყობა და სტანდარტული სათხილამურო ტრასის მშენებლობა არ განიხილება. შესაძლოა თავისუფალი სკიტურის ტრასა მოეწყოს, რაც საბაგიროს და თხილამურების გარეშე სრიალს გულისხმობს“,- აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ შემუშავებული სივრცითი დაგეგმარების პროექტი სასრიალო ტრასსის მოწყობას თუშეთის გარდა რაჭასა და ბახმაროშიც ითვალისწინებს.

„2017 წელს ასევე ვგეგმავთ, რომ დაბა ბეჩოში დავაყენოთ პატარა საბაგირო და უშგულში ვფიქრობთ მცირე სასრიალო ტრასის განვითარებას“,- აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში