საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაგდა გუგულაშვილი

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

ცხოველები და ბრაკონიერები მორაგბე გარემოსდამცველის ფოტოხაფანგში გარემოს დაცვა

ცხოველები და ბრაკონიერები მორაგბე გარემოსდამცველის ფოტოხაფანგში

რვა წელია, რაც საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მორაგბეა და ყოველდღე 40-მდე მოზარდს ავარჯიშებდა. რაგბი მისი ძირითადი საქმეა, თუმცა გარემოს დაცვით ბავშვობიდან არის გატაცებული. ორი წლის წინ ფოტოხაფანგიც იყიდა და კახეთის ტყეებში ცხოველებსა და ფრინველებს იღებს. მის ობიექტივში ბრაკონიერებიც ხშირად ხვდებიან.

პატარა მეკლდეურების პრობლემები კონფლიქტის ზონის სოფლიდან სპორტი

პატარა მეკლდეურების პრობლემები კონფლიქტის ზონის სოფლიდან

ხელის ორი მოჭიდებაც და ასულია. მიდი, მარიამ, მწვანე ქვაზე გადადი, მაგრად მოეჭიდე, მიდი, - მეგობრები აგულიანებენ, მაგრამ მწვანე ხელსაჭიდის ხორკლიან ზედაპირზე ხელი უსხლტება და ლეიბზე მოწყვეტით ეცემა. არ ნებდება, ხელებზე ბლომად ცარცს ისვამს და ახლიდან ცდილობს სამ მეტრიან კედელზე აცოცებას.

24 წლის გიორგი ჭინჭარაული - ხევსურეთში დაბრუნებული შატილიონი საზოგადოება

24 წლის გიორგი ჭინჭარაული - ხევსურეთში დაბრუნებული შატილიონი

22 წლის იყო, შატილში რომ დაბრუნდა. არც სახლი ჰქონდა, არც სარჩო-სანოვაგე ზამთრისთვის. ხევსურებმა გაუმართეს ხელი, ჭერიც მისცეს, საზრდოც და უკვე მესამე წელია პირიქითა ხევსურეთში ცხოვრობს.

რა შეცვალა ინტერნეტმა თუშეთში ბიზნესი

რა შეცვალა ინტერნეტმა თუშეთში

სოფელ ომალოში, სასტუმრო „თუშეთის“ 11 ნომრიდან ყველა დაჯავშნილია. სასტუმროს მეპატრონე სოსო ბაბულაიძე ამბობს, რომ ნომრების ნახევარზე მეტს უცხოელი ტურისტები booking.com-ით ჯავშნიან.

ციური გიგაური - მეცხვარე ქალი მთიულეთიდან ქალი მთაში

ციური გიგაური - მეცხვარე ქალი მთიულეთიდან

„ეს ნივა 99-ში ვიყიდე. ძველია, მაგრამ მთელ სოფელს ემსახურება. ჩვენ იოლას გავდივართ“, - ამბობს და მანქანის ქვეშ შემძვრალი, ჩამოვარდნილ მაყუჩს ხელით ასწორებს.

თავში