საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაჟა-ფშაველა - „სადაც პიროვნება არაა თავისუფალი, იქ ერი დამონებულია“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:08 - 29 ივლისი 2017 hits 23569

„თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისათვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდობა-მისწრაფებაში: თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც პიროვნება არაა თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა. უთავისუფლო სხვის ხელში სათამაშო ნივთია“ – „რა არის თავისუფლება“

„კაცის საქმე თავის ქვეყნის რგებაა; თუ თავის ქვეყანას არგებ, მაშინ კაცობრიობისთვისაც სასარგებლო იქნები, თუ არა და, სულ ტყუილია, ვინც კაცობრიობის ერთგულია, ის მუდამ ერთგულია თავის ქვეყნისა, - იგი მუდამ სცდილობს თავის ქვეყანაც იმ განათლების ზომაზე დააყენოს, რა ზომაზედაც სხვა განათლებული ქვეყნებია, რომ სხვებთან იმის ქვეყანასაც შეეძლოს ისარგებლოს იმ მადლითა, რასაც ბუნება აძლევს“ – „წერილები მეგობართან“

„აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან“ – „წერილები მეგობართან“

„კერძო კაცი და საზოგადოება ერთხელ რა მსჯელობას დაჩვეულა იმას მისდევს, თუნდა უხეირო, უვარგისი იყოს ეს მსჯელობა; მისდევს იქამდის, ვიდრე სხვაგვარს მსჯელობას არ შეეჩვევა...“წერილები მეგობართან“

„ერს დააბერებს მხოლოდ მონობა, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშუალება მოესპობა“ზოგი რამ ფიქრებიდან“

„საცაა სწავლა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება“ – „ფიქრები“

„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტიცაა. ის, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტიცაა“ - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“

„როგორც ჯარს ღონეს აძლევს ის გარემოება, როცა თითოეულს მეომარს ესმის რისთვისაც იბრძვის, როცა თითოეული ჯარისკაცი შეგნებულია, თავაზიანი, ისე ცხოვრება ერისა უკეთესად წავა მაშინ, როცა ბრმად კი არ მისდევს მოწინავე წოდებას ერი, არამედ ესმის, რისთვისაც მისდევს და სადაც მიდის, რისთვისაც ჰხარჯავს ძალ-ღონესა და ხშირად სიხლსაცა ჰღვრის. ყოჩაღის, შეგნებულის ჯარისკაცისაგან შემდგარის მხედრობისათვის მაგრერიგად საჭირო არც კია ბელადი; ყველა იმათგანი ბელადია; მოკლულის ადგილას სხვა დგება ბელადად. ამისთანა მხედრობა ან გაწყდება და ან გაიმარჯვებს“ - „წერილები მეგობართან“

კაცს რომ ფიქრი არ ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე: ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმედ არ გადაიქცევა? არაფერი. შემწყვდეული ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად. კაცის ფიქრი, რასაკვირველია, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მემრე ისევ არღვევს, მაგრამ არც ასაშენებელი მასალის ჩქამი-ჩქუმი ისმინა შესვენების დროს და არც დარღვევის ჩხრიალ-გრიალი - „ფიქრიანი“.

„რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსაჯულობაში მუდამ თამამია, გაბედული“ - „ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა“

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში