საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის კიდობანი“ – „ქართველი“ მურა დათვები

14:29 - 01 ნოემბერი 2017 hits 23413

საქართველოში მურა დათვის სახეობაა გავრცელებული და იგი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხვდება - კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, აჭარაში. მიუხედავად ამისა, მათი რიცხოვნობა დიდი არ არის.

დათვი იკვებება როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვებით. მას შეუძლია ბალახის ჭამა, ძალიან უყვარს წაბლი, თხილი, რომელსაც ცხიმის საკმაოდ მაღალი შემცველობა აქვს და ჰიბერნაციის (ზამთრის ძილის წინ) ცხიმის მარაგის დაგროვებაში ეხმარება. დათვები საკმაოდ კარგი მეთევზეებიც არიან, თევზი მათი ერთ-ერთი საყვარელი საკვებია. ასევე, ნადირობენ კიდეც, მათ შორის ჩლიქოსნებზეც და არცთუ იშვიათად.

დათვი სოლიტარული ცხოველია, ის მარტო ცხოვრობს და მხოლოდ გამრავლების პერიოდში - ივნისში ხვდება საპირისპირო სქესის დათვს. მშობიარობის დროს, თებერვალში, დედა დათვს სძინავს და ბადებს აბსოლუტურად უსუსურ ბელს, რომლის წონაც 200 გრამამდე იქნება და თვენახევრის განმავლობაში ძუძუთი კვებავს მას. მხოლოდ ამ დროის გავლის შემდეგ გამოჰყავს დედა დათვს ბელები ბუნაგიდან და ამ დროს ის საკმაოდ სახიფათოა, რადგან საკუთარ ნაშიერებს ყველასგან და ყველაფრისგან იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ დათვი მტაცებელი ცხოველია, საქართველოში მას საკვებად იყენებენ. არსებობს ლეგენდა, რომ ის მხარე, რომელზეც ზამთარში დათვს სძინავს, საკვებად უვარგისია. ასევე, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, არსებობენ დათვის ბელები, რომლებიც რძის ნაცვლად ცხიმს სწოვენ მშობელს და აგრესიულები იზრდებიან. ერთ-ერთი ყველაზე სულელური ვერსიის მიხედვით კი, დათვი ტყავში ტრიალებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

Mtisambebi.ge-სა და თბილისის ზოოპარკის ერთობლივი პროექტი - „მთის კიდობანი“

პროექტის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გავრცელებული ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უამრავ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაგაცნობთ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. გადაცემის ვიდეოჩანაწერი mtisambebi.ge–ზე ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება, მისი მოსმენა კი პანკისის სათემო რადიოს ეთერით ყოველ შაბათს, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში