საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► ტარიელ ხარხელაური | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:46 - 30 ნოემბერი 2017 hits 22200

ტარიელ ხარხელაური დიდი ხევსური პოეტია - დიდი ტრაგედიით. თავის დროზე, ვახუშტი კოტეტიშვილმა მას კაი ყმა უწოდა.

მოგეხსენებათ, ხევსურეთი საქართველოს ყველანაირი სიმაღლეა, ყველაფერთან ერთად კი სიმაღლე ქართული პოეზიისაც, რომელსაც კარგი მთქმელები ყოველთვის, ყველა ეპოქაში ჰყავდა. კაცმა არ იცის, რამდენი გენიოსი ავტორი დავკარგეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი შემოქმედება არ ჩაწერილა.

ხალხურ ფიქრს, ხალურ ტკივილსა და სიტყვას დარაჯი სჭირდება და ახლა, ამ წუთას, ხევსურეთში ტარიელ ხარხელაური გვყავს! ეს უმნიშვნელოვანესი კაცი ახლაც დარაჯობს ქართულ სიტყვას, იქ, მთებში.

ბევრისთვის ის კარგად ნაცნობი ავტორია, თუნდაც თეონა ქუმსიაშვილის - „შენ ჩემო დიდი ტკივილო“ რად ღირს, ეს ხომ სწორედ მისი ტექსტია?!

ტარიელ ხარხელაურის ლექსების კითხვისას შეუძლებელია არ გაოგნდე, პოეტი ხომ უდიდეს ტრაგედიაზე წერს. ტკივილთა იმ სიმძაფრის აღსაქმელად, რომელსაც ეს ავტორი გამოხატავს, ჩვენი ემოციები უძლურია. არადა, წარმოუდგენელია ამ ადამიანის სულში ჩაიხედო და გული არ შეძრას კაი ყმამ, კაცმა, რომელიც ამბობს - „ყველას ტკივილი მტკივაო“! 

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში