საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლევან ბერძენიშვილი ► მიხა ხელაშვილი | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:17 - 16 ნოემბერი 2017 hits 31724

მიხა ხელაშვილი უდიდესი ქართველი პოეტია, რომელსაც ხანდახან ნაკლებად იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცნობენ მის შემოქმედებას.

ეს ახალგაზრდა კაცი პოპულარული ლექსების ავტორია, რომელთაგან ორი: „ლექსო ამოგთქომ“ და „ბინდისფერია სოფელი“ ზეპირად ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი საქართველოს მთიანეთსა და ხელაშვილის მშობლიურ ფშავში.

მიხა ხელაშვილი ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც 25 წლის ასაკში დაიღუპა. სახალხო პოეტი, 20-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და შეფიცულთა რაზმის წევრი. 1922-24 წლებში რეჟიმის წინააღმდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობდა. გავრცელებული ვერსიით, ის საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა მოკლა. სხვა ვერსიით, დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა.

საბჭოთა პერიოდში მიხა ხელაშვილის ლექსები ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში იბეჭდებოდა, რა თქმა უნდა, ავტორის მითითების გარეშე.

საერთოდაც, როდესაც თქვენ წინაშე მაღალი რანგის ლიტერატურაა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მას პატრონი, ავტორი ჰყავს. როცა ინდივინდუალური ექსპრესიით აღწერილი შედევრი - „ლექსო ამოგთქომ“ იქმნება, მის უკან ვერ იდგება ბრძენი ხალხი, მის უკან გამორჩეული, გენიალური ტალანტის ადამიანი დგას.

მიხა ხელაშვილი ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის ბრძოლას, არამედ, მგონი, იმ პოეზიასაც შეეწირა, რომელსაც ქმნიდა. წარმომიდგენია რამოდენა პოეტი დავკარგეთ ჩვენ, თუკი მან მოასწრო და ამდენ იარაღსა და ბრძოლაში, ამდენ მიმალვასა და აჯანყებაში მაინც გააძვრინა ჩვენი ლიტერატურის უბრწყინვალესი შედევრი - „ლექსო ამოგთქომ“!

იცით, მას ამ ლექსის ამოთქმა ეჩქარებოდა, თავად არ ამბობს - „თორო იქნება ვკვდებოდე“-ო და როგორ არ უნდა ვახსენოთ საბჭოთა კავშირი, საშინელი ქვეყანა, სადაც ისეთი „მეგობრები იშოვებოდა“, რომელთაც ჩეკას დავალებით, დაშინებითა თუ ფულით, ასეთი პატრიოტისა და გულანთებული, გენიოსი პოეტის მოკვლა შეეძლოთ.

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში