საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლევან ბერძენიშვილი ► „ხევისბერი გოჩა“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:21 - 02 ნოემბერი 2017 hits 32645

არათუ ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად, საქართველოში, არ მეგულება ადამიანი, ვინც არ იცნობს „ხევისბერ გოჩას“. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ სასკოლო პროგრამის ის ნაწილია, რომელსაც სიამოვნებით სწავლობენ ბავშვები.

საერთოდაც, ყაზბეგი ნამდვილი მწერალია, განურჩევლად გემოვნებისა და იმისა, თუ ვის რა ჰგონია ლიტერატურა. ყაზბეგი წმინდა მწერალია, წერს სუფთა ლიტერატურას - მინარევების გარეშე! მას აქვს ემოცია და თან როგორი! ნამდვილი მთის მდინარეა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია დალეწოს.

არ ვიცი, „ხევისბერი გოჩას“ რომელ პერსონაჟებს გულშემატკივრობს მკითხველი, მაგრამ ავტორს აქვს უნარი, რომ არავინ გაკიცხოს - არც აქებს, არც კიცხავს, უბრალოდ აღწერს! ნაწარმოებში ყველას თავისი მორალი აქვს, მაგრამ არა ავტორს, ყაზბეგი არსად ამბობს - „ნახე კაცო, რას შვება!“

„ყველაფერთან ერთად, ეს ნაწარმოები სიყვარულზეა, სიყვარულზე, რომელსაც შეიძლება ბარში საზღვარიც კი ჰქონდეს, მაგრამ მთაში უსაზღვროა. ონისე და ძიძია დაინახავენ ერთმანეთს და შეიკრა კვანძი, დავიღუპეთ! ზოგჯერ კითხულობენ, ერთი ნახვით სიყვარული თუ არსებობსო, მე კი მგონია, რომ მხოლოდ ასეთი სიყვარული არსებობს.“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში