საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► „სტუმარ-მასპინძელი“ | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:28 - 05 ოქტომბერი 2017 hits 18167

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, სტუმარ-მასპინძლობა კი ჩვენი, კავკასიური, იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნიშანი. ამის გამო, ეს პოემა ძალიან უყვართ მთელ კავკასიაში.

რა არის სტუმარ-მასპინძლობის წესში ყველაზე მთავარი?! ეს არის ყონაღობის, ანუ კაი ყმობის ერთ-ერთი შემადგენელი ნიშანი, რომლის მიხედვითაც, სტუმარი არა მარტო ღვთისაა და არა მარტო ხელშეუხებელია, არამედ სტუმარს შეუძლია თქვენთან მოვიდეს და არ განმარტოს რატომ მოვიდა, არ ახსნას რამდენი ხნით მოვიდა, თქვენ კი ვალდებულნი ხართ იგი თქვენთან ერთად იყოლიოთ.

„ეს არ არის პოემა მთაზე, ეს არ არის პოემა მთის კაცებზე - ეს არის პოემა კაცობრიობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და გამოყენებულია - სტუმარ-მასპინძლობის დაუწერელი, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო წესი!“

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში