საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლევან ბერძენიშვილი ► ვაჟა-ფშაველა | გადაცემა "მთა და ლიტერატურა"

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:02 - 14 სექტემბერი 2017 hits 23650

მთასთან დაკავშირებით თუკი რაიმე სიმაღლის წარმოდგენა გვინდა, ეს მხოლოდ ჯომოლუნგმა ან ევერესტი კი არა, ქართული ლიტერატურა და ქართული ლიტერატურის მწვერვალი - ვაჟა-ფშაველაა.

მეტაფორულად, ვაჟაც მთაა, იმ თვალსაზრისით, რომ მთა ზნეობრივი სიმაღლის, ადამიანური გამბედაობის, ვაჟკაცობის სიმბოლოა და ვაჟა-ფშაველა, რომელსაც გალაკტიონმა გმირი ვაჟა უწოდა, არის კიდეც ქართული მთის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და გამორჩეული სიმბოლო.

„ვაჟა-ფშაველა არ ეტევა და ვერც ჩაეტეოდა მთის, ვერც ქართული მთის, ვერც საქართველოს, ევროპის თუ მსოფლიო მასშტაბში. ის სამყაროს ავტორია. დადგება დრო, როდესაც უცხო ცივილიზაციები მოგვაგნებენ და მხოლოდ ჩაკრულოთი არ დაინტერესდებიან. ვაჟა-ფშაველა ის სიმაღლეა, რომლითაც შეუძლია იამაყოს მთელმა კაცობრიობამ, მთელმა დედამიწამ.“  

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში