საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთში გზაზე სამუშაოები დღესვე დაიწყება – გიორგი სეთურიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:16 - 22 აგვისტო 2017 hits 7693

„თუშეთის გზაზე, დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, მიწაყრილებით გზის დონის აწევა დღესვე დაიწყება. ადგილზე უკვე ხდება ტექნიკის მობილიზაცია და ყველანაირ ხერხს ვიხმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში რომ შევძლოთ სიტუაციის გაუმჯობესება“, – ამის შესახებ „მთის ამბებს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის 56–ე კილომეტრზე, ქვათაცვენის გამო,  ყოველდღე, საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„გზის დონის აწევის პარალელურად, ცალკე ვიმუშავებთ მდინარის კალაპოტში წყლის დონის დაწევაზე“, – აღნიშნა სეთურიძემ.

შეგახსენებთ, თუშეთის გზის 56–ე კილომეტრზე, მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება ისევ გადაკეტა და სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ამ დროისთვის გზაზე წყლის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღემატება. დამეწყრილი მთიდან ქვათაცვენის გამო სამანქანო გზის ნაწილიც ჩაინგრა. სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ. უსაფრთხო არ არის არც მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში