საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქართველი ახალგაზრდების ჯვრისწერა მყინვარწვერზე – ზღვის დონიდან 4000 მეტრზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:18 - 17 აგვისტო 2017 hits 48608

ნეფე-დედოფალი. 33 კაციანი მაყრიონი ზურგზე აკიდებული 25 კილოგრამიანი ტვირთით. მღვდელი და გადამღები ჯგუფი. ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე ტაძარი და ასრულებული ოცნება - ჯვრისწერა მყინვარწვერზე!

არ სურდათ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი - „ტრადიციულად“, ოჯახიდან-ოჯახში გადასვლითა და რესტორანში აღნიშვნით დასრულებულიყო. მყინვარწვერზე ჯვრისწერის იდეა 25 წლის ბეჟან წინწალაშვილს მისი პირველად დალაშქვრისას მოუვიდა. ბეჟანის რჩეული, მისივე თანატოლი, ია მანგოშვილი მთიულია და აზრს აღფრთოვანებით შეხვდა. ნიშნობის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და რთული, თუმცა დაუვიწყარი  დღისთვის მზადებას შეუდგნენ.

ზაფხული საგანგებოდ შეარჩიეს, სხვა დროს მყინვარწვერზე ვერ ახვალ. ხელი თბილისში, იუსტიციის სახლში მოაწერეს, შემდეგ კი სტეფანწმინდაში გაემგზავრნენ. არაერთი გაუთვალისწინებელი ფაქტორის გამო, ორგანიზება გაუჭირდათ. 3 დღისთვის სამყოფი საგზლის წაღებაც რთული აღმოჩნდა - ცხენები დაიქირავეს.

დღე I - საბერწემდე ასვლა და შესვენება. (ეს ის ადგილია, რომლის შემდეგაც ალპური ზონა იწყება და სიმწვანე პრაქტიკულად აღარ გხვდება).

დღე II - მეტეოსადგურზე ასვლა. (მყინვარის ენა, ყინულის დიდი ფენა გადაიარეს).


ფოტო: © CHCHX Productions 

დღე III - მეტეოსადგურიდან საათნახევრის სავალზე მდებარე პატარა სამებაში ასვლა. ჯვრისწერა ზღვის დონიდან 4000 მეტრზე და სტეფანწმინდაში დაბრუნება.

ფოტო: © CHCHX Productions

ჯვარი 27 ივლისს დაიწერეს. პარალელურად, ბეჟანმა საკუთარი სიმღერაც შეასრულა, სიმღერა, რომლის კლიპისთვისაც საკუთარ ქორწილში გადაღებულ კადრებს გამოიყენებს.

„ძლიერმა სეტყვამ მოგვისწრო, თუმცა თავის შეფარება მოვასწარით. რომ გადაიღო, იმხელა ცისარტყელა გადაეკრა სტეფანწმინდას თავზე, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არაფერი გვინახავს“.

დღეს ბეჟანი და ია რუსთავში ცხოვრობენ. ბეჟანი მუსიკოსია და საკუთარი სტუდია აქვს, ია კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 დაწესებულებაში მუშაობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში