„მაღალმთიანი აჭარა - ეს ის ადგილია, სადაც ველური ბუნება და ადამიანი ერთმანეთს ხვდება. იქ სადაც საოცარი, ხელუხლებელი, ბუნებაა, მკვეთრად გვხვდება ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გადაჭრილი გვაქვს, ადგილობრივებისთვის კი მძიმე ყოველდღიური ყოფის ნაწილია“.
„ჯარა“ გრძელი მორისაგან დამზადებული ქართული სკის და ნიკას ბოლო ფილმის (სტუდია Eco Films) სახელია. სამუშაოს სიმძიმის გამო, თაფლის მისაღებად ჯარას გამოყენების ტრადიცია, მაღალმთიანი აჭარის გარდა, დღეს თითქმის აღარსად გვხვდება.
საკუთარ გუნდათ ერთად, ნიკა წიკლაური, ფილმ-ზღაპარს წელიწადნახევრის განმავლობაში - მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფლებში იღებდა. მათ ობიექტივში არაერთი საინტერესო კადრი მოხვდა, მაგალითად: როგორ ნადირობს ორი მგელი დათვზე, როგორია „ქართველი“ როჭოების საქორწინო რიტუალები, ხარების შერკინების ტრადიცია და რაც მთავარია, როგორ ეშვებიან თავდაღმართში არაბებით (ე.წ. „სამაკატკა“) მაღალმთიანი აჭარის სოფლის მცხოვრები ბავშვები, ბავშვები, რომლებსაც განათლების მისაღებად, ყოველდღიურად, ყინვასა თუ თოვლში, რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.