როგორც "მთის ამბებს" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მაშველებმა ვერც ტურისტების კარვები იპოვეს.
"ახლა, აგვისტოში უშბაზე თოვლიც არაა, დიდი ნაპრალებია. სავარაუდოდ, შესაძლოა ნაპრალში ჩავარდნენ და ამიტომ არ ჩანან. მაშველები გუშინაც გადაფრინდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს", - განაცხადა მესტიის გამგებელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შექმნილია ძებნის საქმე, რომლის ფარგლებშიც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზეა. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია და ზღვის დონიდან 4700 მეტრზეა, ჩრდილოეთი 10 მეტრით დაბალია. უშბის მწვერვალები სილამაზითა და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს.