საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთობა 12 აგვისტოს გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:35 - 05 აგვისტო 2017 hits 6615

„მეცხვარის დღე – თუშეთობა 2017“ სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის პარკში 12 აგვისტოს გაიმართება. ახმეტის გამგებლის მოადგილის თამაზ ქავთარაშვილის განცხადებით, დაგეგმილია კულტურულ–სპორტული ღონისძიებები.

12:00 საათზე ვიზიტორთა სახლში გაიმართება შეხვედრა თუშ მეცხვარეებთან. 13:00 საათიდან მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების დაჯილდოვება. ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მიწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

გაიმართება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა, მატყლის დართვა, ქსოვა, თუშური ნაგაზისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, თუშური სიმღერების ფონზე, მონაწილეობა მიიღონ თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი და ხინკალი.

14:00–დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიმართება სპორტული ღონისძიებები: მშვილდოსნობა, ბაგირის გადაწევა, ნაბადზე ხტომა, დოღი. ღონისძიებები 21:00 საათზე ფრანების გაშვებით დასრულდება.

ფესტივალის მიზანი თუშეთის პოპულარობის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში