საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდებს რეგიონებიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:51 - 12 მაისი 2017 hits 11336

Mtisambebi.ge „დოიჩე ველე აკადემიის“ (DWA) მხარდაჭერით, მულტიმედია წარმოების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად და სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან, განსაკუთრებით სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, მთიანი აჭარიდან, ჯავახეთიდან და თრიალეთიდან.

შერჩეული ახალგაზრდები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ფოტო – ვიდეო გადაღების, მონტაჟის და ამბის თხრობის ტექნიკის მიმართულებით.

სასწავლო კურსი 8 დღიანია და გაიმართება ივნისში. მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვებისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს „მთის ამბები“ დაფარავს. კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ ICN-ისა და DWA-ს სერტიფიკატები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულმა მონაწილეებმა „მთის ამბებისთვის“ უნდა მოამზადონ მულტიმედია მასალები, რაშიც მიიღებენ ანაზღაურებას. ამასთან, „მთის ამბები“ განიხილავს წარმატებული კურსდამთავრებულების პროექტში დასაქმების შესაძლებლობას. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა http://mtisambebi.ge/about-main/join და გამოგზავნონ 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით.

ანკეტის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ სამოტივაციო ნაწილს, სადაც უნდა მიუთითოთ რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას.

შერჩეულ კანდიდატებს მაისის ბოლოს ჩაუტარდებათ გასაუბრება პირისპირ ან სკაიპის მეშვეობით.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 16 100 (კოდის გარეშე) ან 596 16 10 00.

www.Mtisambebi.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მთის ამბებზე ფოკუსირებული მედია–რესურსის განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

მაღალმთიანი რეგიონებიდან მულტიმედია რეპორტაჟების მომზადების გარდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო აქტივისტებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად ცალკეული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ადვოკატირების კამპანიის წარმოება; პრესტურების ორგანიზება; მთიანი რეგიონების მიმართ ნაციონალური მასშტაბით დაინტერესების გაზრდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში