საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზვავსაშიშროებისა და ქარბუქის გამო გუდაური – კობის გზა დაკეტილია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:32 - 10 აპრილი 2017 hits 7363

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის კმ 134 - კმ 135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 36 - კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე. გამწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მოძრაობა ამ დროისთვის თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე გახსნილი ჰქონდა დათვიჯვრის უღელტეხილი და ხევსურეთის გზას უღელტეხილს იქით წმენდდნენ, თუმცა თოვლის გამო უღელტეხილი ისევ ჩაიკეტა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 - 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 11 – 15 აპრილს მოსალოდნელია თოვლი, ღამით ყინვა –8 გრადუსამდე, დღისით ტემპერატურა +1, +12 გრადუსი იქნება. 16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, თუმცა 19 აპრილს მთაში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში