საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ქვედა იფარში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:38 - 28 მარტი 2017 hits 4751

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას თემის სოფელ ქვედა იფარში ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციისთვის 94 ათას 588 ლარია გამოყოფილი.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია - შპს „ლიდერი+“ ასრულებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ერთი ბურჯის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მეორე ბურჯის გამაგრებითი და ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მესტიის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის 30 მაისამდე უნდა დასრულდეს.

ხიდის რეაბილიტაციისთვის 21 218 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან არის გამოყოფილი, 78 274 ლარი კი საქართველოს მთავრობის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამიდან.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ლახამულას თემში 249, ქვედა იფარში კი 33 ადამიანი ცხოვრობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში