საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:14 - 06 თებერვალი 2017 hits 5585

ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკოლა 565 მოსწავლეზეა გათვლილი.

„სკოლას რეაბილიტაცია ათასწლულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. ჯამში სულ 4 532 კვადრატული მეტრის ფართი განახლდა. ახლებურად მოეწყო საკლაო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები. ახალი ინვენტარით აღიჭურვება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტები. ტექნიკა და ინვენტარი უკვე ნაყიდია. გზის გახსნას ველოდებით, რომ კაბინეტები მოვაწყოთ. სკოლა 565 მოსწავლეზეა გათვლილი. იმედი გვაქვს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მომავალში გაიზრდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში წელს პირველად ჩვენს სკოლაში ორი პირველი კლასი გაიხსნა. პირველ კლასში 30 ბავშვი გვყავს, გასულ წელთან შედარებით 8 ბავშვით მეტი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მატება და სასიხარულო ფაქტია,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში ონის საჯარო სკოლის დირექტორმა დალი რაზმაძემ.

ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ამჟამად 370 ბავშვი სწავლობს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გავითარების პროექტს საქართველოში ათასწლეულის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება. 2017 წელს 32 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 2018 წელს კი 40-მდე სკოლის.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში