წიგნში აღწერილ თითოეულ ობიექტს თან ერთვის დეტალური ინფორმაცია, კოორდინატები და ფოტომასალა, ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილები კი რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი.
„წიგნში შეტანილი ღირსშესანიშნავი ადგილები თავიანთი მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი იქნება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის,“ - აცხადებს გიორგი დვალაშვილი.
წიგნში - „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ შეტანილია აბუდელაურის ტბები, მტირალას მთა, ჩანჩხალოს მღვიმე-მაცივარი და ქვაკაცა, მწვანე ტბა, კუდაროს მღვიმოვანი, გოლის ლოდები, უშოლთის მღვიმე, მრავალძალის (სიყვარულის) ტბა, სხვავის ჭა-საყინულე, შარეულას ხეობა, საირმის კლდეები, ხვამლის მასივი, ზესხო...
„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“„კლიომ“ სერიის - „საქართველოს საგანძურის“ ფარგლებში გამოსცა.