საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვიწვევთ ჟურნალისტებს უკანაფშავსა და სნოს ხეობაში პრესტურში მონაწილეობის მისაღებად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:43 - 20 იანვარი 2017 hits 8998

საინფორმაციო ცენტრების ქსელი, პროექტი mtisambebi.ge იწვევს ჟურნალისტებს უკანაფშავსა და სნოს ხეობაში დაგეგმილ პრესტურში მონაწილეობის მისაღებად. ორდღიანი პრესტური გაიმართება 25-დან 31 იანვრამდე პერიოდში. პრესტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტორეპორტიორებსა და ბლოგერებსაც.

პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უკანაფშავისა და სნოს ხეობის მცხოვრებლებს, მათგან მოისმინონ ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებებში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შორის სკოლამდელი განათლების, პირველადი ჯანდაცვის სერვისების, სატელეფონო კავშირისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის შესახებ.

პრესტურის მონაწილეების თბილისიდან უკანაფშავსა (დუშეთის მუნიციპალიტეტი) და სნოს ხეობაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), შემდეგ ისევ თბილისში ტრანსპორტირების, ღამისთევის და კვების ხარჯებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს.

მსურველებმა 23 იანვრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. მოგვაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ.ფოსტა), რომელ მედიაორგანიზაციას წარმოადგენთ და რა საკითხებზე მუშაობთ. ასევე პროდიუსერის ან რედაქტორის საკონტაქტო ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს. E-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე – ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა – ლეჩხუმი და სვანეთი ახალი ამბების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში