საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის მოსახლეობამ ხიდის აშენების მოთხოვნით ახმეტის საკრებულოში პეტიცია შეიტანა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:13 - 12 იანვარი 2017 hits 6288

სოფლების - ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთში, გომეწრის ხეობაში, მდინარე ალაზანზე ხიდის აშენების მოთხოვნით, 2017 წლის 12 იანვარს ახმეტის საკრებულოში პეტიცია წარადგინა. პეტიციას 330 ამომრჩეველი აწერს ხელს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ თუშეთში, სოფელ ალისგორიდან წაროსკენ მიმავალი გზა გადის ე.წ. „გომეწრის ალაზანზე“, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში ადიდებულია და გავლა ნებისმიერი ავტოტრანსპორტით შეუძლებელია. უგზოობის პრობლემა ქმნის გადაულახავ დაბრკოლებებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული ვიზიტორებისათვის. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში 7 სოფელი მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს კი ხელს უშლის როგორც მაღალმთიანი თუშეთის სოფლების აღორძინებას, ისე ტურიზმის განვითარებას.

პეტიციაზე ხელმომწერი პირები მიუთითებენ, რომ მდინარის აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური ხიდის მოწყობა თუშეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ამასთან, აუცილებელია, რომ ეს ხიდი იყოს სულ მცირე 6-7 ტონის ტვირთმედეგობისა.

ახმეტის საკრებულოში პეტიცია სოფელ ზემო ალვანში მცხოვრებმა ალექსი არინდაულმა და ბესიკ ყიზილაშვილმა წარადგინეს, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე პეტიციის განხილვას მომხსენებლის სტატუსით დაესწრებიან.

საკრებულოს აპარატმა წარდგენილი პეტიცია 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაარეგისტრიროს.

ამ თემაზე:

როგორ მივმართოთ ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციით

პეტიციის წარდგენა დასახლების საერთო კრების მიერ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში