საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბები“ სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ პირებს მაღალმთიანი რეგიონებიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:05 - 12 დეკემბერი 2016 hits 8635

Mtisambebi.ge პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში სათანამშრომლოდ იწვევს სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქე – რეპორტიორებს, ბლოგერებს, ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს თუშეთიდან, ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, ხევიდან, თრიალეთიდან, სამცხე –ჯავახეთიდან, მთიანი აჭარიდან, რაჭა – ლეჩხუმიდან და სვანეთიდან.

Mtisambebi.ge საინფორმაციო ცენტრების ქსელის ახალი პროექტია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მთის ამბებზე ფოკუსირებული მედია–რესურსის განვითარება და მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკული ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათანამშრომლოდ შერჩეულ პირთა ტრენინგი 8 დღის განმავლობაში ფოტო – ვიდეო გადაღების, მონტაჟის და ამბის თხრობის ტექნიკის მიმართულებით. მონაწილეთა ტრანსპორტირების, კვების და სასტუმროში ცხოვრების ხარჯებს საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაფარავს. პროექტის ფარგლებში სათანამშრომლოდ შერჩეული პირები მათ მიერ მომზადებულ მასალებში მიიღებენ ანაზღაურებას.

Mtisambebi.ge–თან თანამშრომლობის მსურველებმა შეავსეთ ანკეტა (ჩამოტვირთეთ მიბმული ფაილი) და გამოგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. სათაურში მიუთითეთ, რომ განაცხადი შემოგაქვთ მთის ამბების პროექტის ფარგლებში. 

მაღალმთიანი რეგიონებიდან მულტიმედია რეპორტაჟების მომზადების გარდა, პროექტი ითვალისწინებს სათემო აქტივისტებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან ერთად ცალკეული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ადვოკატირების კამპანიის წარმოებას; პრესტურების ორგანიზებას; მთიანი რეგიონების მიმართ ნაციონალური მასშტაბით დაინტერესების გაზრდას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში