ბათუმის სპორტდარბაზების გვერდი ფეისბუქზე არაერთხელ შეგხვდებოდათ, როცა წამალს ვითხოვდით დიუშენის ბავშვებისთვის, როცა ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებდნენ მოქალაქეებს, როცა კვერცხს 2 თეთრით დღენახევარი აიაფებდნენ. 39 წლის ბათუმელი ეკონომისტი კონსტიტუციური სარჩელის ავტორია. ის ბიზნესის შემზღუდავი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას და, შესაბამისად, გაუქმებას ითხოვს.
შალვა პაპუაშვილი ანარქისტად მოიხსენიებს, ჩვენ კი პრინციპულ ადამიანად მივიჩნევთ და ამიტომ დავინტერესდით, რატომ არ მიჯნავს სპორტს და პოლიტიკას, როგორია გიორგი ფუტკარაძის საქართველოს ამბავი.