- მემონტაჟე/გრაფიკოსი - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება;
- აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - საწყისი ხელფასი 2000 ლარი;
- ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება;
ხელფასი მითითებულია გადასახადების ჩათვლით.
***
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ყოველთვიური ულიმიტო სასაუბრო პაკეტი (მხოლოდ ზოგიერთ პოზიციაზე);
- ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.
მემონტაჟე-გრაფიკოსი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბებისთვის/მთის ამბებისთვის სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების მონტაჟი; ნაკლებად გამოცდილი თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.
მოთხოვნები: მემონტაჟედ მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება; შემოქმედებითი ხედვა; გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა; გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro); ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.
მოთხოვნები: ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.
ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
ძირითადი მოვალეობები: საქართველოს ამბების ინგლისურენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე; ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება ინგლისურ ენაზე.
მოთხოვნები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობისა და წერის ტექნიკები.
***
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ ბოლო ერთ წელში გადაღებული, დამონტაჟებული, შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული (სიუჟეტი, რეპორტაჟი ან სხვა) მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მარტი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, ონლაინგასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.