საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვაკანსია

16:24 - 01 ივნისი 2026 hits 15654

საქართველოს ამბები / მთის ამბები თბილისის ოფისში, სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • სოციალური მედიის ოფიცერი - 3000 ლარი;
  • რეპორტიორი - 3000 ლარი;
  • განვითარების მენეჯერი3500-5000 ლარი გადასახადების ჩათვლით (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა რეალიზებული პროექტებიდან.
  • მძღოლი / ასისტენტი - 2500-დან 3000 ლარამდე;

დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

სოციალური მედიის ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური ქსელებისთვის (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) კონტენტის შექმნა;
  • ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;
  • დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია; სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
  • სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, X, Tik-tok) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
  • გამართული მეტყველებისა და წერის უნარები;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად);

 

რეპორტიორი

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოს ამბები / მთის ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების მომზადება;
  • ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • მედიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);

განვითარების მენეჯერი

ვეძებთ თანამებრძოლს, რომელიც დაგვეხმარება დამოუკიდებელი მედიის გადარჩენისა და განვითარების ახალი მოდელის შექმნაში. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომელს. ვეძებთ ადამიანს, ვისთვისაც მედიის თავისუფლება ღირებულებაა და რომელმაც იცის, როგორ აქციოს საინტერესო ამბები და იდეები დამოუკიდებელი მედიის შემოსავლის წყაროდ.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტრატეგიული დაგეგმვა: რესურსების მობილიზაციის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • სპეცპროექტების მართვა და ქრაუდფანდინგი: შემოწირულებებზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და მკითხველთა ლოიალობის (Membership) პროგრამების განვითარება;
  • „ქართული საქმის“ მენეჯმენტი: პროექტის კომერციული და სოციალური პოტენციალის რეალიზება;
  • შემოსავლების დივერსიფიკაცია: ახალი, არასაგრანტო წყაროების მოძიება და ინოვაციური მონეტიზაციის მოდელების დანერგვა;
  • ბიზნესპარტნიორობა: კერძო სექტორთან კომუნიკაცია და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან თავსებადი სასპონსორო პაკეტების შექმნა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2-3 წლიანი სტაჟი პროექტების მართვის, მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება მედიაში, კრეატიულ ინდუსტრიაში ან NGO სექტორში);
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მიმზიდველ კამპანიებად მომზადების უნარი;
  • დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის გააზრება და რეპრესიულ გარემოში მუშაობის მზაობა;
  • პროექტების მართვისა და ვადების (Deadlines) დაცვა.

მძღოლი-ასისტენტი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან მუდმივი, ინტენსიური კომუნიკაცია და მათთან კოორდინაციით სხვადასხვა აქტივობისა თუ კამპანიის დაგეგმვა-შესრულებაში აქტიური მონაწილეობა (როგორც საველე, ისე საოფისე პირობებში) - ეს პროცესი მოიცავს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაჭრის ხელშეწყობას;
  • საქართველოს ამბები / მთის ამბების გუნდის აქტიური დახმარება საველე და საოფისე პირობებში - ეს მოიცავს აპარატურის მომზადებას, ტრანსპორტირებას, აწყობას, საველე სტუდიის გამართვაში მონაწილეობას; საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორისა და გუნდის სხვა წევრების მარტივი ტექნიკური დავალებების შესრულებას და პროფესიული უნარების მუდმივ განვითარებას.
  • საველე გასვლების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება - ლოკაციების დაზვერვა, ამინდის პროგნოზის მუდმივი მონიტორინგი და რისკების შეფასება, საჭირო რესურსების მობილიზება და ადგილობრივ კონტაქტებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფების, გუნდის წევრების უსაფრთხო გადაადგილება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (მათ შორის, რთული რელიეფის მქონე მაღალმთიან დასახლებებში);
  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ავტომობილის/ავტომობილების ხარჯების (საწვავი, ამორტიზაცია, პარკინგი) ყოველთვიური რეპორტის მომზადება.
  • ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ოპერატიული მოგვარება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი აქტიური გამოცდილება (აუცილებელია);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • რთულ რელიეფზე და არასტანდარტულ გრაფიკში მუშაობის მზაობა.

„მთის ამბების“ მისია

დაინტერესებულმა პირებმა 7 ივლისის ჩათვლით გამოგზავნეთ CV მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან შეავსეთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბების“ ნაწილია „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში