საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთის გზაზე ავარიას კიდევ 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:53 - 21 მაისი 2024 hits 1448

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე, სოფელ დიზთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ძმები ლერი და როლანდ პაკელიანები ადგილზე დაიღუპნენ. ისინი სოფელ ეცერის მცხოვრებლები იყვნენ.

„ერთი 38 წლის იყო, მეორე 28-ის. სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მდინარე ენგურში გადავარდნენ“, - უთხრა „მთის ამბებს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზემო სვანეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, განსაკუთრებით, ხაიშიდან მესტიამდე მონაკვეთი უკვე რამდენიმე წელია ძალიან დაზიანებულია. გზის არაერთ მონაკვეთზე დამცავი ზღუდარებიც აღარ არსებობს.

2 მაისს, სვანეთის გზაზე, სოფელ ნაკრაში, მდინარე ენგურში ავტომობილის გადავარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მათგან ორი მე-12 კლასის მოსწავლე იყო, ერთი კი 14 წლის ბავშვი. მაშველებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 12 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის ხუთ მონაკვეთზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 490 109 ლარი იყო. ტენდერი ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში