საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბებმა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:15 - 03 ნოემბერი 2023 hits 3230

„მთის ამბებმა“ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

გარემოს ეროვნული სააგენტო „მთის ამბებს“ სამი თვეა არ აძლევს ინფორმაციას კურორტ შოვში, 2017, 2020 და 2023 წლებში მომხდარ სტიქიებთან დაკავშირებით:

  • რა ღონისძიებები განახორციელა სააგენტომ ბუნებრივი სტიქიური კატასტროფების იდენტიფიცირების, კვლევების, საფრთხეების შეფასებისა და მართვის მიმართულებით.
  • თითოეული სტიქიის შემთხვევაში განახორციელა თუ არა უწყებებს შორის კომუნიკაცია, როდის, რა ფორმით და რომელ უწყებებთან. რა რეკომენდაციები მიაწოდეს სახელმწიფო ორგანოებს;
  • 2013 წლიდან რა თანხები დაიხარჯა საქართველოში ადრეული (წინასწარი) შეტყობინებისა და განგაშის სისტემების დასანერგად, სამართავად;
  • „მთის ამბები“ სააგენტოდან დოკუმენტების სრულად გადმოცემას ითხოვს.

კანონმდებლობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ავალდებულებს, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია „მთის ამბებისთვის“ მაქსიმუმ 10 დღეში მიეწოდებინა.

„მთის ამბები“ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსისგან ცდილობდა, თუმცა 19 ოქტომბერს,

ონში დაგეგმილ შეხვედრაზე ვასილ გედევანიშვილი სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად, საკრებულოს შენობაში ჩაიკეტა და პოლიცია გამოიძახეს, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში არ შესულიყო.

თანამდებობის პირებს ათზე მეტ პოლიციელთან ერთად, ონის პოლიციის უფროსი პირადად იცავდა.

ეს უკვე მესამე სარჩელია, რომლითაც „მთის ამბებმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. თითქმის ერთი წელია გარემოს სააგენტო ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების შედეგად ჰაერის დაბინძურების დამადასტურებელ დოკუმენტებს არ გვაძლევს. კიდევ ერთი სასამართლო დავა, რომელიც „მთის ამბებს“ სააგენტოსთან აქვს, რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის, დავით ხიდაშელისთვის რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეების გადაცემას უკავშირდება. სააგენტო ამ დრომდე მალავს საქმეში არსებულ რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს და არ გადმოგვცემს. 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „მთის ამბებს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 11 ადმინისტრაციული საჩივარი აქვს წარდგენილი. გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში