საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შოვში დაკარგულებს შორის არის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:16 - 07 აგვისტო 2023 hits 6199

კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაკარგულებს შორის არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ოჯახის წევრებმა „მთის ამბებს“ დაუდასტურეს, რომ 3 აგვისტოს შემდეგ ის არ უნახავთ და ვერც კავშირზე გავიდნენ. გენადი სულთანიშვილი კოტეჯების სასადილოში მზარეულად მუშაობდა. 

„ესაა ჩემი სიმამრი გენადი (გენო) სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას. ამ ადამიანზე არავინ არაფერს წერთ, მითუმეტეს ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება, მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ. ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა? იმიტომ ვპოსტავ, რომ ოჯახს მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო“, - წერს მამუკა ცერცვაძე.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 ცხედარი, საიდანაც 14 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 16, მათ შორის არიან ბავშვები.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში